26-28 აგვისტოს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდება ტრენინგი ‘თვისებრივი მონაცემენების დამუშავება და ანალიზი კომპიუტერული პროგრამა NVivo-ს გამოყენებით’. ღონისძიება ჩატარდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო პროექტის (№ FR-18-6226) – ‘სოციალური შეჭიდულობის ძიება საქართველოს მცირე ურბანულ დასახლებებში’ – ფარგლებში.
ტრენინგი ითვალისწინებს თვისებრივი მონაცემების დამუშავებისა და ანალიზის ძირითადი სტრატეგიებისა და ტექნიკების შესწავლას. ტრენინგი შედგება 5 მოდულისგან. კერძოდ, თვისებრივი მონაცემების დამუშავება და ფორმატირება: მონაცემთა მომზადება NVivo-სთვის; Nvivo-ოში მონაცემთა ორგანიზება და მენეჯმენტი; მუშაობა მონაცემთა განსხვავებულ წყეროებზე: მულტიმედია და ტექსტობრივი დოკუმენტები; მონაცემთა კოდირება და ანალიზი; მონაცემების ვიზუალიზაცია და მომზადება პუბლიკაციისთვის;
ვორქშოფი ითვალისწინებს პრაქტიკულ მუშაობას დაფუძნებულს აქტიურ სწავლებაზე. ტრენინგს გაუძღვება ილიას უნივერსიტეტის სოციოლოგიის ასოცირებული პროფესორი ანა კირვალიძე.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ სოციალური კვლევით დაინტერესებული ახალგაზრდები და მკვლევარები. ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ სერთიფიკატები.

