ვორქშოპი – ‘თვისებრივი ინტერვიუს მეთოდი და გამოყენების ტექნიკები’

23-24 აგვისტოს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდება ვორქშოპი “თვისებრივი ინტერვიუს მეთოდი და გამოყენების ტექნიკები”.  ღონისძიება ჩატარდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო პროექტის (№ FR-18-6226) – ‘სოციალური შეჭიდულობის ძიება საქართველოს მცირე ურბანულ დასახლებებში’ –  ფარგლებში.  

ვორქშოპი შედგება 5 მოდულისგან. კერძოდ, ინტერვიუს ინსტრუმენტი; ინდივიდუალური სიღრმისეული ინტერვიუ; ჯგუფური ინტერვიუ – ფოკუს-ჯგუფი; ეთიკის საკითხები ინტერვიუირების დროს; ინტერვიუირების პროცესი ონლაინ რეჟიმში; ვორქშოფი ითვალისწინებს პრაქტიკაზე დაფუძნებულ აქტიურ სწავლებას. ვორქშოფს წარუძღვება ილიას უნივერსიტეტის სოციოლოგიის ასოცირებული პროფესორი ანა კირვალიძე. 

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ სოციალური კვლევით დაინტერესებული ახალგაზრდები და მკვლევარები. ვორქშოპის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ სერთიფიკატები.